როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა არსენალთან მატჩის შემდეგ?

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ტულის არსენალი რუბინთან უშანსოდ, 0-3 დამარცხდა.
მიმდინარე სეზონის პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.
70-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა, ქართველმა ნახევარმცველმა კი მოედანი მცირე კოჭლობით დატოვა.
"არსენალთან მატჩში განხორციელებული ყველა ცვლილება გარდა იევტიჩისა, იყო მცირე ტრავმებით გამოწვეული," - განაცხადა მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ.
GOAL.GE შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც შევიტყვეთ, რომ ყველაფერი რიგზეა და 20 წლის შემტევი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.
მომდევნო მატჩს ყაზანის რუბინი 5 აგვისტოს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონური რაკოვის წინააღმდეგ გამართავს.