ავტორიზაცია

სივასპორის მწვრთნელმა ბათუმთან შანსები შეაფასა

სივასპორის მწვრთნელმა ბათუმთან შანსები შეაფასა
თარიღი 03 აგვ 2021, 11:59

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "სივასპორი" დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ კომენტარი თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ გააკეთა.

"დინამო ბათუმი საკმაოდ კარგი გუნდია. მათ ჩემპიონატში უკვე 21 მატჩი ჩაატარეს და ლიდერები არიან.

ისინი თანაბრად კარგები არიან როგორც ნახევარდაცვაში, ისე თავდასხმაში, თუმცა არცერთი მეტოქის არ მეშინია და მიზანი გამარჯვებაა.

ცუდი ისაა, რომ 7-8 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს და ეს დიდი პრობლემაა", - განაცხადა "სივასპორის" თავკაცმა