ავტორიზაცია

ცვლილება შემადგენლობაში - ბათუმის დინამო შემტევმა დატოვა

ცვლილება შემადგენლობაში - ბათუმის დინამო შემტევმა დატოვა
თარიღი 31 Jul 2021, 17:58

26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ვამარა სანოგომ ბათუმის დინამო დატოვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ტანმაღალი ფრანგი თავდამსხმელი ბათუმელებმა სეზონის სტარტზე ვარშავის ლეგიადან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს, მან წარსულში მუხლის ჯვარედინი მყესის მძიმე ტრავმა გადაიტანა და როგორც ჩანს, სასურველ ფორმას ვერ დაუბრუნდა.

ვამარა სანოგომ გია გეგუჩაძის გუნდის შემადგენლობაში 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამად ბათუმის დინამოს განკარგულებაში პოზიციით 3 ცენტრალური თავდამსხმელია: ფლამარიონ ჯოვინო, გიორგი ფანცულაია და გიორგი ნიქაბაძე.