ავტორიზაცია

ბათუმი ანშლაგის მოლოდინში - გაყიდვიდან 2 საათში თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია!

ბათუმი ანშლაგის მოლოდინში - გაყიდვიდან 2 საათში თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია!
თარიღი 03 აგვ 2021, 12:29

5 აგვისტოს, კონფერენს ლიგის საკვალიგიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "სივასპორი" დაუპირისპირდებიან.

ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 10 საათიდან ბათუმი არენას სალაროებსა და biletebi.ge-ზე დაიწყო.

გაყიდვიდან 2 საათის თავზე კი უკვე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია და როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმი ანშლაგის მოლოდინშია.

5 და 10 ლარიანი ბილეთები ყველა გაიყიდა, დარჩა მხოლოდ 15 და 25-ლარიანი ბილეთები, რომელთა რაოდენობაც ძალიან ცოტაა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ონლაინ გაყიდვაში საკმაოდ დიდი რიგია