ავტორიზაცია

VIDEO: დინამო-სივასპორამდე - როცა ქართულმა გუნდმა თურქული პენალტების სერიაში დაამარცხა

თარიღი 02 აგვ 2021, 22:09

ბათუმის "დინამოსა" და "სივასპორის" დაპირისპირებამდე, გავიხსენოთ უკანასკნელი ქართულ-თურქული დუელი ევროთასებზე - საჩხერის "ჩიხურა" - "ბურსასპორი".

2014/2015 წლების სეზონის სტარტი, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, ორივე შეხვედრა დასრულდა ფრედ 0:0, რის შედეგადაც პენალტების სერია დაინიშნა.

იმერულმა გუნდმა "მწვანეები" 4:1 დაამარცხა და გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც ბაქოს "ნეფტჩისთან" წააგო (2:3, 0:0). ასეთი იყო "ჩიხურას" გაელვება ევროთასებზე.