ცნობილია - ვის შეხვდება ბათუმი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში?

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
ბათუმის დინამო თურქული სივასპორის დამარცხების შემთხვევაში პლეი-ოფში ბულგარულ ლოკომოტივსა და დანიურ კოპენჰაგენს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
გია გეგუჩაძის გუნდი სივასპორთან პირველ შეხვედრას 5 აგვისტოს გამართავს, განმეორებითი მატჩი კი 12 აგვისტოს შედგება.