ავტორიზაცია

ოფიციალურად: Goal.Ge-ს ინფორმაცია დადასტურდა - სანოგომ დინამო ბათუმი დატოვა

ოფიციალურად: Goal.Ge-ს ინფორმაცია დადასტურდა - სანოგომ დინამო ბათუმი დატოვა
თარიღი 01 აგვ 2021, 15:21

31-ივლისს, Goal.ge-მ დაწერა, რომ ბათუმის "დინამოს" ვამარა სანოგო დატოვებდა. დღეს, 1 აგვისტოს აღნიშნული ინფორმაცია უკვე თავად აჭარულმა კლუბმაც დაადასტურა.

"დინამო ბათუმი ვამარა სანოგომ დატოვა, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. დინამოს რიგებში გატარებული პერიოდისთვის მას დიდ მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია ზღვისპირელთა ოფიციალურ გვერდზე.

ფრანგი თავდამსხმელი გია გეგუჩაძის გუნდში თამაშობდა მიმდინარე წლის იანვრიდან და ამ დროის განმავლობაში მან 13 შეხვედრაში სულ რაღაც ორი გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოში გადმოსვლამდე, "დინამოს" ყოფილი ფორვარდი თამაშობდა "მეცში", ვარშავის "ლეგიაში", სოსნოვეცის "ზაგლემბეში" და რამდენიმე ინგლისურ ქვედა ლიგის გუნდში.