უახლოეს დღეებში, ჰარი კეინი უკიდურესი ზომების მიღებას გეგმავს
„მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერის მისაღწევად, ჰარი კეინმა შესაძლოა უკიდურეს ზომებს მიმართოს.
The Independent-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ინგლისელი ფეხბურთელი „ტოტენჰემს“ გაშვების ოფიციალური თხოვნით მიმართავს. თუმცა, გამოცემა აქვე ამატებს, რომ ასეთი ნაბიჯი მას ხელმძღვანელობასთან საკუთარი სურვილის გატანაში ვერ დაეხმარება.
ერთადერთი პირობა, რომელმაც შესაძლოა კეინის „სიტიში“ გადასვლას შეუწყოს ხელი - დიდი ფინანსური შემოთავაზებაა, რომელზეც „დეზების“ პრეზიდენტი დანიელ ლევი უარს ვერ იტყვის.
ამავდროულად ისიც იწერება, რომ ჯეკ გრილიშის ტრანსფერის გამო, „სიტი“ კეინში დიდი თანხის გადახდას ვერ მოახერხებს - ერთ სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი ორ 100+ მილიონიან ტრანსფერს ვერ განახორციელებს.
თუმცა, ყველაფერი შეიცვლება, თუ „სიტი“ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას მოახერხებს - გუნდიდან შესაძლოა წავიდნენ რაჰიმ სტერლინგი, რიად მაჰრეზი, ბერნარდუ სილვა, გაბრიელ ჟესუსი ან ემერიკ ლაპორტი.
იწერება, რომ „ტოტენჰემის“ პრეზიდენტს, დანიელ ლევის, კეინის ვარჯიშების გამოტოვების გადაწყვეტილება უარესად აბრაზებს. ის არ აპირებს ამ პროვოკაციას აყვეს და ფორვარდი ამის გამო გაუშვას.