ინტერი ლუკაკუს შემცვლელზე მუშაობას შეუდგა და ორი ძირითადი ვარიანტი შეარჩია

როგორც იცით, „ინტერი“ და „ჩელსი“ ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ლონდონური გუნდი მილანელებისთვის სუპერშეთავაზებას ამზადებს და სულაც არ არის გამორიცხული, ლუკაკუ სულ მალე „სტემფორდ ბრიჯზე“ 7 წლის შემდეგ დაბრუნდეს.
როგორც Calcio Mercato-ს ჟურნალისტი, რუდი გალეტი „ტვიტერში“ იტყობინება, პარალელურად „ინტერი“ თავის ახალ მწვრთნელთან, სიმონე ინძაგისთან ერთად ლუკაკუს პოტენციური შემცვლელის შერჩევაზე მუშაობს.
ძირითად ვარიანტებად მილანურმა გუნდმა ორი ფეხბურთელი ამოირჩია: ლუის მურიელი (ატალანტა) და მოიზე კინი (ევერტონი).
კინმა გასული სეზონი „პსჟში“ იჯარით გაატარა და პარიზული კლუბი მის ტრანსფერზე ისევ მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ლივერპულელებს ვერ უთანხმდება.