ავტორიზაცია

2 მიზეზი, რის გამოც ლუკაკუ ჩელსის შემოთავაზებით მოიხიბლა და მზადაა სტემფორდ ბრიჯზე გადავიდეს

2 მიზეზი, რის გამოც ლუკაკუ ჩელსის შემოთავაზებით მოიხიბლა და მზადაა სტემფორდ ბრიჯზე გადავიდეს
თარიღი 04 აგვ 2021, 16:15

„ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მზადაა „ჩელსიში“ გადავიდეს, თუ მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდებიან.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ბელგიელი „ნერაძურიში“ ბედნიერია, მაგრამ „ლურჯების“ მიზანდასახულობით მოხიბლული დარჩა, რომლებსაც მისი დაბრუნება სურთ.

გარდა ამისა, ლუკაკუ თომას ტუხელთან მუშაობის იდეით მოხიბლულია და „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნებას დადებითად აფასებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ ლუკაკუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად ფეხბურთელს კი წლიურად 13 მილიონ ევროს პირდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პირველი შეთავაზება, რომელიც „ჩელსიმ“ „ინტერს“ გაუკეთა იყო 100 მილიონი ევრო და მარკოს ალონსო, თუმცა უარი მიიღო.