სამწუხაროდ, კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა - გია გეგუჩაძე

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სივასპორთან მატჩამდე ჟურნალისტთა შეკითხვებს გია გეგუჩაძემ უპასუხა.
"შანსები ამ ეტაპზე თანაბარია. ვამარა სანოგო კარგი ფეხბურთელია, ის იმიტომ წავიდა, რომ მას მეტი სათამაშო დრო სურდა, რაც ამ ეტაპზე გუნდში ვერ მიიღო.
სამწუხაროდ, სივასპორთან შეხვედრას ლუკას გროცურეკის გარდა გიორგი ზარიაც გამოტოვებს, კორონავირუსის გამო.
უდიდესი სიკეთეა, როცა მაყურებელია ტრიბუნაზე და მხარს გვიჭერს. როგორ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს იმ გარემომ ჩვენს ფეხბურთელებზე, რომელიც ბათუმი არენაზეა? ეს უდიდესი მოტივაციაა," - განაცხადა გია გეგუჩაძემ.
დინამო ბათუმისა და სივასპორის შეხვედრა ბათუმი არენაზე 5 აგვისტოს გაიმართება. დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.