ავტორიზაცია

"სად არიან ისინი ახლა?", - რუსულმა პრესამ ანანიძე გაიხსენა

"სად არიან ისინი ახლა?", - რუსულმა პრესამ ანანიძე გაიხსენა
თარიღი 04 აგვ 2021, 19:30

ლისაბონის "ბენფიკასა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრის წინ, Sports.ru-მ გაიხსენა აღნიშნული გუნდების 2012 წელს გამართული დაპირისპირება, რომელიც რუსების გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

გამოცემამ ფორმატით "სად არიან ისინი ახლა" მიმოიხილა ის ფეხბურთელები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას იმ შეხვედრაში და ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ჯანო ანანიძე იყო.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე დაჰყო 57 წუთი, მის გრაფაში კი წერია " 2021 წელს მშობლიურ დინამო თბილისში" დაბრუნდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ექს-ფლეიმეიქერი "წითლებში" 2009-2014 წლებში ირიცხებოდა.

ცნობისთვის, "არწივების" დამარცხების მომენტში, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი იყო უნაი ემერი, რომელიც კლუბში სულ რაღაც ნახევარი წლით გაჩერდა.