ტოტენჰემმა კეინის სავარაუდო შემცვლელი სერია ა-ში შეარჩია
მას შემდეგ, რაც ჰარი კეინის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერი შედგება, ლონდონის "ტოტენჰემი" გადაერთვება სერია ა-ს ორ თავდამსხმელზე - ლაუტარო მარტინესსა და დუშან ვლაჰოვიჩზე.
არგენტინელი ფორვარდის "ჰოტსპურში" წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, მილანის "ინტერმა" კატეგორიული უარით რამდენიმე დღის წინ მეზობელი "არსენალიც" გაისტუმრა.
სერბი შემტევის დამატების ალბათობა კი მაღალია, თუმცა იქამდე ჯერ ინგლისელი ბომბარდირის "ქალაქელებში" ტრანსფერი საბოლოოდ უნდა შედგეს. როგორც ცნობილია, ჯეკ გრილიშის შემდეგ, "ლურჯები" "დეზების" ლიდერის ტრანსფერსაც დახურავენ.
ფაქტია, რომ "ტოტენჰემის" ათიანი თავის ამჟამინდელ გუნდში გამჩერებელი აღარ არის და ამაზე მის მიერ გაცდენილი ვარჯიშებიც მეტყველებს. ერთი სიტყვით, წასვლა ახლოვდება.