"როგორც ჩანს ის ძალიან გაღიზიანებულია", - გარი ნევილმა ჰარი კეინი გააკრიტიკა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, ინგლისის ნაკრების და „ტოტენჰემის“ შემტევი, ჰარი კეინი გააკრიტიკა, რომელმაც ტრანსფერის მოთხოვნით გუნდის ვარჯიშების გამოტოვება გადაწყვიტა.
„თუ ის პრესეზონზე უნდა გამოცხადებულიყო, მაშინ ეს უნდა გაეკეთებინა. ჩემთვის, ყველაფერი ძალიან მარტივია - არ არსებობს გამართლება ფეხბურთელისთვის, რომელიც ვარჯიშებს უმიზეზოდ ტოვებს.
ჰარი კეინზე დიდი პროფესიონალი არასდროს მინახავს. როგორც ჩანს, ეს უჩვეულო სიტუაციაა და ის ძალიან გაღიზიანებულია, თუ საქმე აქამდე მივიდა.
აშკარაა, რომ რაღაც გართულება მოხდა, მაგრამ ის პროფესიონალად უნდა დარჩეს და გასახდელში დაბრუნდეს.“ - აღნიშნა ნევილმა.
ინგლისელი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ „ტოტენჰემის“ პრეზიდენტ დანიელ ლევისთან ჯენტლმენური შეთანხმება გააფორმა, რომელიც მას გუნდიდან წასვლის საშუალებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ტიტულებს ვერ მოიგებს.