ავტორიზაცია

რა ხდება ბათუმში? - სივასპორის მწვრთნელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა

რა ხდება ბათუმში? - სივასპორის მწვრთნელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა
თარიღი 05 Aug 2021, 23:44

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სივასპორმა" სტუმრად "დინამო ბათუმი" 2:1 დაამარცხა.

როგორც წესი, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი უნდა გააკეთონ.

გია გეგუჩაძე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, Goal.ge-ს ინფორმაციით, "სივასპორის" მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა.

მატჩის შემდეგ, თურქ და ქართველ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი იყო, რის გამოც გაფრინდაშვილს წითელი ბარათი უჩვენეს.

სავარაუდოდ, თურქთა სპეციალისტის ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ჩხუბს უკავშირდება.