ავტორიზაცია

მომენტი, როცა უკვე შენს გვარსაც კი არ სურს რუბინის მაისურზე გაჩერება - კურიოზი ყაზანელების მატჩში

მომენტი, როცა უკვე შენს გვარსაც კი არ სურს რუბინის მაისურზე გაჩერება - კურიოზი ყაზანელების მატჩში
თარიღი 06 Aug 2021, 10:42

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ყაზანის "რუბინი" ესტუმრა ჩენსტოხოვას "რაკუვს", რომელთანაც ითამაშა უგოლო ფრე, ანგარიშით 0:0. მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო.

შეხვედრის მთავარი კურიოზი მოხდა პირველ ტაიმში, როდესაც რუსული გუნდის ფეხბურთელებს მაისურებზე გვარები წაეშალათ. ამის მიზეზი იყო წვიმა, რომელმაც მაისურებიდან ასოები ჩამორეცხა.

"წითელ-მწვანეების" მოთამაშეების ნაწილი მეორე ტაიმზე მარკერით დაწერილი გვარებითა და ნომრებით გამოვიდა. რაც შეეხება ქართველ შემტევს, მას რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ლეონიდ სლუცკის გუნდისა და პოლონელების განმეორებითი მატჩი გაიმართება ერთ კვირაში, 12 აგვისტოს. როგორც ვხედავთ, "რუბინს" მინიმალური ანგარიშით მოგებაც ჰყოფნის.