ავტორიზაცია

"მოედანზე კვლავ მიხილავთ", - ერიქსენმა დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

"მოედანზე კვლავ მიხილავთ", - ერიქსენმა დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
თარიღი 06 აგვ 2021, 11:25

მილანის "ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა განაცხადა, რომ ის მოედანზე აუცილებლად დაბრუნდება. შეგახსენებთ, დანიელმა გულის შეტევა გადაიტანა.

"წესრიგში ვარ. მოედანზე დავბრუნდები დაახლოებით ოთხ ან ხუთ თვეში, იქამდე კი ფორმაში ჩასადგომად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა "ნერაძურის" ფლეიმეიქერმა.

შეგახსენებთ, 29-წლის გამთამაშებელს მოუწია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის გამოყენება, თუმცა იტალიაში აღნიშნული ხელსაწყოთი თამაში კატეგორიულად აკრძალულია.

სკანდინავიელ ჰავბეკს მოუწევს დეფიბრილატორის ამოღება და გამოკვლევების მის გარეშე ჩატარება. გულის ოპტიმალური მუშაობის შემთხვევაში, "გველების" 24-ე ნომერი მოედანზე დაიშვება.