ავტორიზაცია

სატრანსფერო დომინოს ეფექტი ჩელსის და ინტერის შესრულებით, რომელშიც ატალანტაც გაერია

სატრანსფერო დომინოს ეფექტი ჩელსის და ინტერის შესრულებით, რომელშიც ატალანტაც გაერია
თარიღი 04 Aug 2021, 23:36

ლონდონის „ჩელსი“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის განხორციელებაში უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ინტერი“ „ჩელსისგან“ 130 მილიონიან სემოთავაზებას მიიღებს, თავა ლუკაკუს წლიური ხელფასი კი 12 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.

ლუკაკუმ „ინტერს“ უკვე შეატყობინა, რომ მზადაა „ჩელსის“ შემოთავაზებას დათანხმდეს და კარიერა „სტემფორდ ბრიჯზე“ გააგრძელოს, ახლა ჯერი კლუბებზეა.

„ინტერი“ თავის მხრივაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ასეთ სარფიან შემოთავაზებას დათანხმდეს და ბელგიელი ფორვარდის შემცვლელის ძიებას შეუდგა.

როგორც რომანო საკუთარ „ტვიტერში“ წერს, „ინტერისთვის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლუკაკუს შესაცვლელად „ატალანტას“ ფორვარდი, დუვან საპატა იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ საპატას შეიძენს, „ატალანტაც“ არ დარჩება შემცვლელის გარეშე და „ჩელსიდან“ ტემი აბრაჰამის წამოყვანას შეეცდება, რომელსაც ტუხელის გუნდში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა.