შეთანხმება შედგა! - ჩელსი და ინტერი ლუკაკუს ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ
ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ ლონდონის "ჩელსისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
ბელგიელი ფორვარდი ყოველწლიური ხელფასის სახით მიიღებს 15 მილიონ ევროს, რითაც ის "არისტოკრატების" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
"ნერაძურის" შემტევის კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვლილი. დარჩენილია ბოლო დეტალების მოგვარება უშუალოდ კლუბებს შორის. როგორც ცნობილი ხდება, "ლურჯები" 130 მილიონს ჩამოდიან.
"გველები" თავიანთი ცხრიანის კატეგორიული გაყიდვის წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა "ჩელსის" სარფიანმა წინადადებამ კლუბის გეგმები თავდაყირა დააყენა.