"ჩვენს გეგმებში არ შედის", - პეპ გვარდიოლამ მესის შესაძლო დამატებაზე განცხადება გააკეთა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ლეო მესის შესაძლო დამატებაზე განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ოფიციალურად თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
დღეს, მესის წასვლის მიზეზებზე გუნდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ისაუბრა.
"რამდენად რეალურია სიტუაციის გამოსწორებისა და მესის დარჩენის შანსი?", - ჟოან ლაპორტას სრული ინტერვიუ ლაივ-რეჟიმში
რაც შეეხება გვარდიოლას, მან მესის ტრანსფერი გამორიცხა:
„ჩვენ ჯეკ გრილიშში დიდი ფული დავხარჯეთ და ახლა ის 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რადგან მასში დარწმუნებულები ვართ და ასევე, გვეგონა, რომ ლეო „ბარსელონაში“ დარჩება.
ახლა, მესი ჩვენს გეგმებში აღარ არის.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.