ავტორიზაცია

ინტერი ლუკაკუს ყიდის — ფანები პრეზიდენტს უპირისპირდებიან და საპროტესტო ბანერი გამოფინეს

ინტერი ლუკაკუს ყიდის — ფანები პრეზიდენტს უპირისპირდებიან და საპროტესტო ბანერი გამოფინეს
თარიღი 06 Aug 2021, 22:28

"ინტერის" გულშემატკივრები თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს შესაძლო გაყიდვით უკმაყოფილონი არიან.

ხუთშაბათს, 5 აგვისტოს, მილანური გრანდის ოფისის წინ, საპროტესტო ბანერი გამოჩნდა.

"ნერაძურის" ფანებმა კლუბის პრეზიდენტს, სტივენ ჩჟანს მიმართეს: "ჩჟან, დრო ამოიწურა".

ტრანსფერი ჯერ არ დახურულა, თუმცა ბევრი გამოცემა წერს, რომ ბელგიის ნაკრების ფორვარდი 130 მილიონ ევროდ "ჩელსიში" გადავა.

გასულ სეზონში 28 წლის ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

იხილეთ ფოტო: