ავტორიზაცია

მორატი: "ლუკაკუს გაყიდვა? უნდა გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, გუნდი თუ ფული"

მორატი: "ლუკაკუს გაყიდვა? უნდა გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, გუნდი თუ ფული"
თარიღი 05 Aug 2021, 21:39

„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ რომელუ ლუკაკუს შეასძლო გაყიდვაზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი 130 მლნ ევროდ ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნებასთან არის ახლოს.

„არ ვიცი, რა სიტუაციაა. მაგრამ მგონია, რომ „ინტერი“ ასეთი დიდი თანხის მიღებით დაინტერესებულია. თუმცა, არ ვიცი, დაალაგებს თუ არა ეს ფული კლუბის ფინანსურ მდგომარეობას.

ლუკაკუს შენარჩუნება ძლიერ გუნდს ნიშნავს. ამიტომ, უნდა გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ფული თუ გუნდი?

ვფიქრობ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ნამდვილად არის თუ არა შეუძლებელუ ლუკაკუს გაყიდვის გარეშე არსებობა. თუმცა, სპორტული თვალსაზრისით რომელუს გაყიდვა დიდი იმედგაცრუება იქნება.“ - ციტირებს მორატის სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი „ჩელსის“ საკუთრებაში 2011-2014 წლებში იყო.