ავტორიზაცია

აქტიური მუშაობა დაწყებულია, მესი ახალ კლუბს უახლოვდება — ფაბრიციო რომანო

აქტიური მუშაობა დაწყებულია, მესი ახალ კლუბს უახლოვდება — ფაბრიციო რომანო
თარიღი 06 Aug 2021, 22:52

"პსჟ"-მ აქტიური მუშაობა დაიწყო იმ კონტრაქტის სტრუქტურასა და პირობებზე, რომელსაც კლუბი თავდამსხმელ ლიონელ მესის შესთავაზებს.

პარიზში 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავთან შეთანხმებაში დარწმუნებულები არიან, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, აქამდე, "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბოლო ათწლეულში კლუბის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს.

მესის "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" თანამშრომლობის ვადა ივნისის ბოლოს ამოეწურა, მაგრამ როგორც კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ირწმუნებოდა, გუნდის კაპიტანთან ახალი გარიგება შედგებოდა.

სამხრეთამერიკელი "ბარსას" სისტემაში 2000 წლიდან ირიცხებოდა. პირველ გუნდში დებიუტი მას 2003 წელს ჰქონდა. "კამპ ნოუზე" ლეომ ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი 7-7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო. აგრეთვე, არგენტინელი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია.