ხელფასი და კონტრაქტის ხანგრძლივობა — ცნობილია პირობები, რომლებსაც პსჟ მესის სთავაზობს
ბოლო რამდენიმე საათია "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი "პსჟ"-ს ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, პარიზული კლუბი 34 წლის არგენტინელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, წლიური ხელფასის სახით კი 40 მილიონ ევროს ჰპირდება.
მოგეხსენებათ, "ბარსამ" 5 აგვისტოს მესის წასვლა დაადასტურა. ლეო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავდა.
სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება "ლა ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ფინანსური და სტრუქტურული მიზეზების" გამო ვერ მოხერხდა.
გასულ სეზონში მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა (3 პენალტი) და 9 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.