დიდი ცვლილებები საფეხბურთო სამყაროში — მესის ტრანსფერის შემდეგ, მბაპე პსჟ-ს დატოვებს
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე პარიზული კლუბის რიგებს დატოვებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემის Diario AS-ის ჟურნალისტი, ანდრეს ონურბია რამოსი.
მისი ინფორმაციით, ფრანგულ გუნდში "ბარსელონას" ექს-ფორვარდის, ლიონელ მესის გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის დამატების შემდეგ, მბაპე "პსჟ"-დან აბარგდება. ფრანგმა სამუშაო ადგილი შეცვლა უკვე გადაწყვიტა. მისი წასვლა უახლოეს რამდენიმე კვირაში დადასტურდება.
22 წლის მბაპემ გასულ სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 47 შეხვედრა ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
მოგეხსენებათ, თავის მხრივ, "ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესის ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს და 34 წლის არგენტინელი ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდება.