ავტორიზაცია

აჟიოტაჟი ბარსელონაში — მესის წასვლის გამო, აგუერო კლუბის ხელმძღვანელობაზე გაბრაზებულია

აჟიოტაჟი ბარსელონაში — მესის წასვლის გამო, აგუერო კლუბის ხელმძღვანელობაზე გაბრაზებულია
თარიღი 06 Aug 2021, 23:33

"ბარსელონას" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს თავისი მეგობრისა და თანამემამულის, ლიონელ მესის წასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, იუწყება TNT Sports.

კატალონიურმა გრანდმა 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს.

აგუერო "ბარსელონას" ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზდა, რომელმაც ფორვარდი გასული სეზონის ბოლოს დაიმატა, ესპანეთში ამ უკანასკნელის გადაბარგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ მესისთან ერთად თამაშის სურვილი გახლდათ.

მოგეხსენებათ, მესის "ბარსას" პირველ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.

კლუბთან ერთად ლეომ ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, 7-ჯერ დაეუფლა ესპანეთის თასს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა. აგრეთვე, მესი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია, რაც რეკორდია.