მესის ტრანსფერი შესაძლოა ამ უქმეებზევე დაიხუროს — ფრანგი ჟურნალისტი
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი "პსჟ"-ში გადავა, იტყობინება RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზული კლუბის წინადადებას დათანხმდა.
როგორც აღინიშნება, მხარეები "2+1" სქემიან კონტრაქტს განიხილავენ, წელიწადში 40 მილიონ ევროიანი ხელფასით.
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობას გარიგების დახურვა ამ უქმეებზევე სურს. ფეხბურთელის მამა, ხორხე მესი პარიზელთა ბოსებს უახლოეს საათებში შეხვდება.
მესიმ 2020/21 წლების სეზონში "ბარსას" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.