ავტორიზაცია

"რაც არ უნდა გააკეთო და სადაც არ უნდა იყო, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - ხავი მესის დაემშვიდობა

"რაც არ უნდა გააკეთო და სადაც არ უნდა იყო, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - ხავი მესის დაემშვიდობა
თარიღი 07 Aug 2021, 00:01

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად ყატარულ "ალ სადს" უდგას სათავეში, ლიონელ მესის დაემშვიდობა.

"როგორც "კულეს" ("ბარსელონას" გულშემატკივარი), შენს კოლეგასა და მეგობარს, შენდამი მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შემიძლია იმ ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთე ჩვენთვის".

"რაც არ უნდა გააკეთო და სადაც არ უნდა იყო, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - წერს ესპანელი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, "ბარსამ" 5 აგვისტოს მესის წასვლა დაადასტურა. ლეო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავდა.

სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება "ლა ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ფინანსური და სტრუქტურული მიზეზების" გამო ვერ მოხერხდა.

დიდი ალბათობით, მესი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს, რომელიც მას 3-წლიან კონტრაქტსა და წლიური ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობს.