"მიყვარხარ, ლეო", - პიკე მესის ბარსელონადან წასვლას ემოციურად გამოეხმაურა
"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის წასვლაზე განცხადება გააკეთა.
"არაფერი აღარ იქნება იგივე. არც "კამპ ნოუ", არც ბარსელონა, არც ჩვენი კლუბი. თითქმის 20 წლის შემდეგ, "ბარსელონას" მაისურს აღარ ჩაიცვამ. ზოგჯერ რეალობა ძალიან სასტიკია".
"ერთმანეთი 2000 წელს გავიცანით. მაშინ 13 წლისები ვიყავით. მთელი კარიერა წინ იყო. თანაც როგორი კარიერა!".
"ახლა მიდიხარ. მაგრამ ვიცი, ერთხელაც დაბრუნდები. უბრალოდ ცოტა ლოდინია საჭირო. ახლა კი ისიამოვნე, მიიღე სიამოვნება იმით, რასაც აკეთებ. მოგვენატრები. მიყვარხარ, ლეო", - წერს პიკე სოციალურ ქსელში.