"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ბარსელონასთვის გააკეთე", - გრიზმანი მესის
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა კატალონიური გრანდიდან წასულ ლიონელ მესის მიმართა.
"ერთადერთი, რისი თქმაც შენთვის შემიძლია: "მადლობა!", - წერს ფრანგი შემტევი სოციალურ ქსელში.
"მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც "ბარსელონასთვის" გააკეთე. ქალაქისთვის და კლუბისთვის... შენ ყველაფერი შეცვალე".
"დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ არ გემშვიდობებით და "ბარსელონასთან" შენი გზა კვლავ გადაიკვეთება", - დასძინა გრიზმანმა.
არაერთი გავლენიანი გამოცემის თანახმად, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.