ავტორიზაცია

უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდა

უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდა
თარიღი 07 აგვ 2021, 16:17

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანდრეი შევჩენკოს შემცვლელი მოიძია.

უკრაინული გამოცემა Sport.ua-ს ინფორმაციით, ლეგენდარულ ექს-ფეხბურთელს სერგეი რებროვი შეცვლის. 

რებროვთან კონტრაქტი ორი წლით იქნება გაფორმებული და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს ედგება გუნდს სათავეში.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შედეგად, კონტრაქტი შესაძლოა კიდევ ერთი წლით იყოს გახანგრძლივებული.

რებროვი „ალ-აინის“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელთან გაფორმებულ კონტრაქტშიც ჩაწერილი ჰქონდა პუნქტი, რომ უკრაინის ნაკრებში დაპატიჟების შემთხვევაში, მას კონტრაქტის გაწყვეტის ფული არ ექნებოდა გადასახდელი.