ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოსაა - რომელუ ლუკაკუ სტემფორდ ბრიჯზე ბრუნდება

შეთანხმება ახლოსაა - რომელუ ლუკაკუ სტემფორდ ბრიჯზე ბრუნდება
თარიღი 07 Aug 2021, 17:50

„ჩელსი“ და „ინტერი“ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნერაძურის“ ბელგიელი ფორვარდი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან - დიდი ალბათობით, „ინტერი“ ლუკაკუს სანაცვლოდ 115 მლნ ევროს მიიღებს. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესში „ჩელსის“ რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა არ განიხილება.

პერსონალური კონტრაქტი პრობლემას არ წარმოადგენს - ლუკაკუს „ჩელსისთან“ ყველაფერი შეთანხმებული აქვს და უდიდესი ალბათობით, ის წლიური ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, „ინტერმა“ „ჩელსის“ პირველი შემოთავაზება, რომელიც 100-მილიონიანი იყო, უარით გაისტუმრა, რადგან ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებდა. 

სეზონის დასრულების შემდეგ ლუკაკუმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ „ინტერში“ აპირებს დარჩენას, თუმცა „ჩელსის“ მიზანდასახულობით მოიხიბლა და „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნებას დათანხმდა.