რა გავლენას მოახდენს მესის პსჟ-ში ტრანსფერი მბაპესა და პოგბას მომავალზე?
"პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის პოტენციურმა ტრანსფერმა შესაძლოა პარიზელთა გეგმები შეცვალოს, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.
არგენტინელის ტრანსფერი ზრდის იმის ალბათობას, რომ კილიან მბაპე "პსჟ"-სთან ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
გარდა ამისა, მესის დამატების შემთხვევაში, პარიზული კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას დამატებაზე უარს იტყვის.
"პსჟ" 34 წლის არგენტინელის წარმომადგენლებთან ხუთშაბათიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პარიზელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მხარეები კონტრაქტის პირობებზე კომპრომისის მიღწევას ცდილობენ.
მესი "ბარსაში" 2000 წლიდან ირიცხებოდა. არგენტინელმა ლა ლიგა 10-ჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი 7-7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი 4-4-ჯერ მოიგო.
ლეოს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ამოეწურა. იგი მთელი კარიერის მანძილზე კატალონიელთა ღირსებას იცავდა.