ავტორიზაცია

"სეზონი ბარსელონას მაისურით უნდა დაეწყო", - დელ პიერო მესის წასვლით შოკირებულია

"სეზონი ბარსელონას მაისურით უნდა დაეწყო", - დელ პიერო მესის წასვლით შოკირებულია
თარიღი 07 Aug 2021, 20:22

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ თავდამსხმელ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ყველას გვინდოდა გვეხილა, თუ როგორ დაასრულებდა ლეო კარიერას "ბარსელონაში", ამიტომაც შოკში ვარ", - აცხადებს იტალიელი.

"სეზონი "ბარსელონას" მაისურით უნდა დაეწყო, დადებითი ცნობები ვრცელდებოდა. ისე ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა".

"ახლა ახალ თავგადასავალს იწყებს, მისი კარიერის ეს ნაწილი სრულიად განსხვავებული იქნება. მისი განსჯა არ მინდა. შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ეს შეცდომაა. ან შეიძლება მისმა წასვლამ ორივე მხარეს სარგებელი მოუტანოს".

"პირადად მე კარიერის ბოლომდე მისი "ბარსელონაში" დარჩენა მერჩივნა", - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს  Sky Sport Italia.

როგორც 5 აგვისტოს გახდა ცნობილი, 34 წლის არგენტინელი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. ამჟამად იგი თავისუფალი აგენტია.

"ბარსას" პირველ გუნდში მესის დებიუტი 2004 წელს შედგა. კლუბთან ერთად იგი ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ გახდა, 7-ჯერ მოიგო ესპანეთის თასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულს 4-ჯერ დაეუფლა.