ავტორიზაცია

"ჯერ კიდევ ვცდილობ ამასთან შეგუებას", - ბუსკეტსი ბარსელონადან მესის წასვლას გამოეხმაურა

"ჯერ კიდევ ვცდილობ ამასთან შეგუებას", - ბუსკეტსი ბარსელონადან მესის წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 07 Aug 2021, 21:25

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა თავდამსხმელ ლიონელ მესის მიმართა, რომელმაც გუნდი დატოვა.

მოგეხსენებათ, არგენტინელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და კვლავ თავისუფალი აგენტია.

"ჯერ კიდევ ვცდილობ ამასთან შეგუებას და ვიცი, რა რთული იქნება, მხოლოდ ის შემიძლია მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რაც კლუბისთვის და იმ ადამიანებისთვის გააკეთე, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში შენთან ერთად იყო, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებაში".

"აქ ბავშვობაში მოხვედი და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდი, მიაღწიე იმას, რომ კლუბი იმ სიმაღლემდე გაიზარდა, რომელსაც იმსახურებს და ისტორიაში შეხვედი, როგორც ინდივიდუალურად, ისევე გუნდურად".

"გამიმართლა, რომ შენთან ერთად გავიზარდე და 13 სეზონი გავატარე. ძალიან მომენატრები. მხოლოდ ის შემიძლია შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, რადგან ამას იმსახურებ. ყველას მოგვენატრები", - წერს ბუსკეტსი სოციალურ ქსელში.