ავტორიზაცია

ტრანსფერი დახურულია, მესიმ გადაწყვეტილება ხუთშაბათს საღამოს მიიღო — ფრანგი ჟურნალისტი

ტრანსფერი დახურულია, მესიმ გადაწყვეტილება ხუთშაბათს საღამოს მიიღო — ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 07 აგვ 2021, 21:38

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი "პსჟ"-ს ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება.

34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

როგორც ფრანგი ჟურნალისტი, საბერ დეფარჟი იტყობინება, "პსჟ"-ს სასარგებლოდ არჩევანი მესიმ ჯერ კიდევ ხუთშაბათს საღამოს გააკეთა, რის შესახებაც ზოგიერთ ფეხბურთელს აცნობა, რომლებმაც ამბავი გაავრცელეს.

შეგახსენებთ, მესი "ბარსაში" 2000 წლიდან ირიცხებოდა. გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, თასი და სუპერთასი 7-7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ხოლო ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 3-3-ჯერ მოიგო. ამჟამად ლეო თავისუფალი აგენტია.