ავტორიზაცია

"დროდადრო ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა", - ტერ შტეგენის განცხადება მესის წასვლაზე

"დროდადრო ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა", - ტერ შტეგენის განცხადება მესის წასვლაზე
თარიღი 07 აგვ 2021, 22:02

"ბარსელონას" გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდის აწ უკვე ყოფილ კაპიტანს, ლიონელ მესის დაემშვიდობა.

"ძალიან სასიამოვნო იყო მთელი ამ წლების განმავლობაში შენთან ერთად თამაში, ბევრი მნიშვნელოვანი სიხარულის და მომენტის განცდა".

"მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ყოველთვის ერთი მიმართულებით მივდიოდით და თითოეული ჩვენგანი გაიზარდა, როგორც პიროვნება. მადლობა!", - წერს ტერ შტეგენი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, გერმანელმა მეკარემ არგენტინელ სუპერვარსკვლავსა და მის ოჯახს წარმატებები უსურვა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესი კლუბს ტოვებს. როგორც 7 აგვისტოს გახდა ცნობილი, ლეო უახლოეს დღეებში "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის სუპერვარსკვლავი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.