რაკიტიჩი მესის: "ლეო, პატივი იყო მთელი ამ წლების მანძილზე შენთან ერთად თამაში"
"ბარსელონას" ყოფილმა, ამჟამად კი "სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ექს-თანაგუნდელს, ლიონელ მესის მიმართა.
"ლეო, მთელი ამ წლების მანძილზე შენთან ერთად თამაში პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის, "ბარსელონასთვის" ბევრი გააკეთე".
"შენი მემკვიდრეობა ფასდაუდებელია, სამომავლოდ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. გააგრძელე ჩვენი მოხიბვლა შენი ჯადოქრობით", - წერს რაკიტიჩი.
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესი კლუბს ტოვებს. როგორც 7 აგვისტოს გახდა ცნობილი, ლეო უახლოეს დღეებში "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის სუპერვარსკვლავი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.