ავტორიზაცია

ლუკაკუ ახალ კლუბთან უკვე შეთანხმებულია და ინტერს გაყიდვა მოსთხოვა — იტალიელი ჟურნალისტი

ლუკაკუ ახალ კლუბთან უკვე შეთანხმებულია და ინტერს გაყიდვა მოსთხოვა — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 07 Aug 2021, 22:26

"ინტერის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ უახლოეს პერიოდში გუნდის დატოვებას აპირებს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

ბელგიელმა იტალიურ კლუბს გაყიდვა უკვე მოსთხოვა. ლუკაკუს უეფას სუპერთასამდე სურს "ჩელსიში" გადასვლა.

28 წლის ფეხბურთელმა ლონდონელებთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი, სეზონში 15 მილიონ ევროიანი ხელფასით. აგრეთვე, ფორვარდი ხელშეკრულების გაფორმებისთვის 3-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს.

როგორც აღინიშნება, "ნერაძური" "ჩელსისგან" ახალ წინადადებას ელოდება - 120 მილიონ ევროს.

გასულ სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად 44 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასიც გააკეთა.