ლუის სუარესი ბარსელონადან ლეო მესის წასვლას გამოეხმაურა
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელიც ამჟამად "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს, ფორვარდ ლიონელ მესის კლუბიდან წასვლაზე განცხადებას აკეთებს.
"ბევრი სიტყვაა საჭირო "ბარსელონაში" შენს მიერ დაწერილი ისტორიის მოსაყოლად. კლუბი, რომელშიც გაიზარდე, კლუბი, რომელიც ასე გიყვარს და იმდენი ტიტული, რომელიც მოიგე, სანამ არ გახდი საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც ოდესმე სცოდნიათ".
"ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისათვის, როგორც მიმიღე, როცა მოვედი, რადგან დიდებული ადამიანი ხარ. ვამაყობ იმით, რომ "ბარსელონაში" ათასობით შესანიშნავი მომენტი მქონდა და იღბლიანი ვარ, შენთან ერთად რომ ვთამაშობდი".
"გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც მომავალში მოხდება, შენთვის და შენი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. ძალიან მიყვარხარ", - წერს ურუგვაელი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, სუარესი და მესი ერთად "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან 2020 წლამდე იცავდნენ.