ავტორიზაცია

დანი ალვეში: "მესის ბარსელონადან წასვლა გამოწვევაა, გამოწვევები კი საჭიროა"

დანი ალვეში: "მესის ბარსელონადან წასვლა გამოწვევაა, გამოწვევები კი საჭიროა"
თარიღი 07 აგვ 2021, 23:11

ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა "ბარსელონადან" არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კატალონიელთა კაპიტანი გუნდს ტოვებს. "ლურჯ-ბროწეულისფრები" და მესი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ლა ლიგის ფინანსური წესების გამო ეს ვერ მოხერხდა.

"ძალიან ვწუხვარ "ბარსელონასა" და მესის გამო. არცერთისთვისაა საუკეთესო დრო. ზოგჯერ ციკლი სრულდება, მაგრამ შემდეგ ახალი იწყება".

"ბარსელონა" იგივე აღარ იქნება, რადგან გუნდი მესისთან ერთად ერთია, მის გარეშე კი - სხვა. თუმცა, "ბარსელონა" კვლავ "ბარსელონად" დარჩება, მესი კი მესი იქნება. აგრეთვე, სხვა დიდებული ფეხბურთელები მოვლენ".

"ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ციკლის დასრულებაა საჭირო. ეს "ბარსელონასთვის" და მესისთვის ახალი გამოწვევაა, გამოწვევები კი საჭიროა", - განაცხადა მესი.