საინტერესო ფაქტი - მესიმაც და რონალდუმაც კლასიკოში ბოლო გოლი ერთიდაიგივე მატჩში გაიტანეს
„ბარსელონას“ ექს-კაპიტანს, ლეო მესის, კლასიკოში გოლი 3 წელია არ გაუტანია.
არგენტინელმა ფეხბურთელმა „კამპ ნოუ“ ისე დატოვა, რომ ბოლო 8 კლასიკოში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.
საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმ უკანასკნელად კლასიკოში გოლი ერთად გაიტანეს - 2018 წლის მაისში, როცა „კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მას შემდეგ, რონალდუ გუნდიდან იმავე ზაფხულს წავიდა, ლეომ კი კიდევ 8 კლასიკოს ჩატარება მოასწრო, თუმცა ვერცერთ მათგანში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა მიითვალა.
ეს 8 კლასიკო ასე დასრულდა: „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 3-3ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მიუხედავად 3-წლიანი მშრალი სერიისა, ლეო მესი კლასიკოს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით, მისი უახლოესი მდევარი კი რონალდუა - 18 გოლით.