როდის ჩატარდა და რა შედეგით დასრულდა მესის უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ბარსელონას მაისურით?

ლეო მესი „ბარსელონადან“ ოფიციალურად წავიდა.
უკანასკნელად, მშობლიური გუნდის მაისური პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში არგენტინელმა ფეხბურთელმა 2021 წლის 16 მაისს, „სელტასთან“ „კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩში მოირგო.
სამწუხაროდ, „ბარსელონამ“ ის შეხვედრა სენსაციურად დათმო - მიუხედავად, რომ მესიმ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა თავის უკანასკნელ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, მან „ბარსა“ მარცხისგან ვერ იხსნა.
28-ე წუთზე მესის მიერ ანგარიშის გახსნას სანტი მინამ 38-ზე უპასუხა, შემდეგ კი 89-ზე გამარჯვების გოლიც გაიტანა და „ბარსელონას“ საჩემპიონო ოცნებები საბოლოოდ დაასამარა.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო უკანასკნელი მატჩი, რომელშიც ლიონელ მესის „ბარსელონას“ მაისურით ვხედავდით.