ავტორიზაცია

ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერით მანჩესტერ იუნაიტედიც იხეირებს

ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერით მანჩესტერ იუნაიტედიც იხეირებს
თარიღი 08 Aug 2021, 19:17

"ინტერის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ მილანური გრანდიდან ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოს არის.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 115 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

როგორც აღინიშნება, ლუკაკუს ტრანსფერით "მანჩესტერ იუნაიტედიც" იხეირებს. "ეშმაკუნები" დაახლოებით 4 მილიონს მიიღებენ იმ პირობების მიხედვით, რომლებითაც რომელუ 2019 წელს "ემიუდან" "ინტერში" გადავიდა.

ორი წლის წინ გაფორმებულ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო, რომ "იუნაიტედს" შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი ერგება.

შეგახსენებთ, "ინტერმა" 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკაკუს სანაცვლოდ 80 მილიონამდე გადაუხადა.