ავტორიზაცია

ყველაფერი გადაწყვეტილია — როდის დაიხურება ლუკაკუს ტრანსფერი ჩელსიში?

ყველაფერი გადაწყვეტილია — როდის დაიხურება ლუკაკუს ტრანსფერი ჩელსიში?
თარიღი 08 Aug 2021, 19:24

"ინტერის" თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს "ჩელსიში" გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ბელგიელი მომდევნო კვირაში ჩავა ლონდონში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტს გააფორმებს. გეგმა დამტკიცებულია.

28 წლის ფეხბურთელმა "არისტოკრატებთან" ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი, სეზონში 15 მილიონ ევროიანი ხელფასით.

აგრეთვე, როგორც აღინიშნება, ფორვარდი კონტრაქტის გაფორმებისთვის 3-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს.

გასულ სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.