რეალი მესის ტრანსფერს ელოდება — მადრიდში ფიქრობენ, რომ პსჟ მათ მბაპეს შეძენას თავად შესთავაზებს
"რეალი" ელოდება, რომ "პსჟ" თავად შესთავაზებს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეძენას, იტყობინება Marca.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, მადრიდელთა წარმომადგენელები ფიქრობენ, რომ თუ პარიზელები ლიონელ მესის დაიმატებენ, ახალგაზრდა ფრანგთან განშორება მოუწევთ.
გარდა ამისა, უკვე ყველასათვის ცნობილია და ცხადია, რომ თავად მბაპესაც სურს სამუშაო ადგილის შეცვლა.
თუ "პსჟ" 22 წლის სუპერვარსკვლავის შენარჩუნებას გადაწყვეტს, "რეალი" მის ხელში ჩაგდებას მომავალ ზაფხულს ეცდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი პარიზელთა ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება. კლუბი არგენტინელს წლიური ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს გადაუხდის.