შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერი დაიხურა — მესი პარიზში დღესვე ჩავა

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "პსჟ"-სთან ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.
აგრეთვე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობაც.
დღეს, 8 აგვისტოს, 34 წლის არგენტინელი პარიზში გაემგზავრება სამედიცინო შემოწმების გასავლელად, შემდეგ კი კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" 5 აგვისტოს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მესი კლუბს ტოვებს. 7 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ფორვარდი უახლოეს დღეებში "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდება და ახალ გუნდში 10 აგვისტოს წარადგენენ.
მესი მთელი კარიერის მანძილზე "ბარსას" ღირსებას იცავდა. კლუბში მან საერთო ჯამში 520 მატჩი ჩაატარა და 474 გოლი გაიტანა.