ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
დღეს, 8 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დეზებმა" "ნერაძურის" 23 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს.
"სხვა გუნდების ფეხბურთელებზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ "ტოტენჰემის" მოთამაშეების განხილვისთვის ვარ მზად", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.
2020/21 წლების სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.