ავტორიზაცია

"გადაწყვეტილება მიღებულია", - აგენტმა ინტერში ლაუტარო მარტინესის მომავალს ფარდა ახადა

"გადაწყვეტილება მიღებულია", - აგენტმა ინტერში ლაუტარო მარტინესის მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 08 აგვ 2021, 20:52

"ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ ფეხბურთელის "ტოტენჰემში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ლაუტარო "ინტერის" ფეხბურთელია, იტალიაში დარჩენით გახარებულია. მისი გადაწყვეტილება დარჩენაა".

"ინტერთან" ურთიერთობა იდეალურია. ლაუტარო მარტინესი მშვიდადაა. დიახ, წინადადებები ნამდვილად იყო, მაგრამ დღესდღეობით ლაუტაროს ყველაფერი კარგად აქვს, დავსხდებით და მომავალს განვიხილავთ".

"ლაუტარო არასოდეს დაიწყებს კლუბთან კონფლიქტს, ეს არ მოხდება".

"როგორც ყოველთვის ვამბობდი, ლაუტარო "ინტერში" ბედნიერია, გულშემატკივრებს არაფერზე აქვთ სანერვიულო!", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Daily Mail.