აგუერო ტრავმირებულია — ცნობილი გახდა, თუ რამდენ ხანს იუქმებს ბარსელონას ახალწვეული
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ლაზარეთში მყოფ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს თავდამსხმელი, სერხიო აგუერო და მცველი, კლემან ლანგლეც შეუერთდნენ, წერს AS.
არგენტინელს მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ტრავმის სიმძიმე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუმცა კატალონიელთა სამედიცინო სამსახურის ცნობით, აღდგენითი პროცესები 3-4 კვირას გასტანს.
ლანგლეს შემთხვევაში, ტრავმა არც ისე სერიოზულია: ფრანგს მარჯვენა ფეხის მუხლის მყესების მცირე დაზიანება აქვს. ექიმების თქმით, ფეხბურთელს ორკვირიანი მკურნალობა ელის.
გარდა ამისა, აღდგენით პროცესებს აგრძელებენ ანსუ ფატი და მუსა დემბელე, ფილიპე კოუტინიო კი ძალიან მალე დაბრუნდება.